ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

ცხოველთა საერთაშორისო დღედ 4 ოქტომბერი 1931 წელს დაწესდა და მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. თბილისში ამ დღესთან დაკავშირებით დაახლოებით 15–მდე ცხოველთა დამცველი ფილარმონიასთან ტრანსპარანტებით შეიკრიბა, რომელზეც ინგლისურად და ქართულად ეწერა– “ჩვენ გვიყვარს ცხოველები”, “ცხოველებს აქვთ უფლებები”. აქციაზე რამდენიმე მონაწილე საკუთარ შინაურ ცხოველთან ერთად მოვიდა. აქციაზე იმყოფებოდა ცხოველთა დაცვის საზოგადოება “ბუნების შვილების” წარმომადგენელი გულიკო ფუტკარაძე, რომელსაც აეროპორტთან ახლოს აქვს შემოსაზღვრული ტერიტორია, სადაც 40 ძაღლს და დაახლოებით 10 კატას უვლის. შეკრებილმა ადამიანებმა მას ცხოველებისთვის შემოწირულობა გაატანეს საჭმლის და სხვადასხვა მოვლის საშუალებების სახით.
მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩატარდა აქცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობასთან ცხოველთა დაცვის მოთხოვნით, თემურ გიორგაძის მოადგილე ნოდარ ჭუმბაძე დემონსტრანტებს დაპირდა, რომ წინა დღით გახსნილ თავშესაფარში საბოლოოდ შეწყდებოდა ცხოველთა დახოცვა. ძირითადი მოთხოვნა იყო თავშესაფარი გამხდარიყო ყველასათვის ღია, მეორე დღეს შემხვდნენ თემურ გიორგაძის მოადგილეები და დაიგეგმა ვიზიტი საზოგადოების აქტივისტ ნაწილთან, თავშესაფარს დახმარებას უცხადებდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი(მათ შორის ცხოველთა დაცვის სპეციფიკური და ვებ) ორგანიზაციები, ბლოგერები, ინტერნეტ რესურსების მფლობელები, საზოგადო მოღვაწეები. თუმცა, სანამ აქტივისტების შეხვედრა შედგებოდა ნოდარ ჭუმბაძესთან, ბატონი თემურ გიორგაძე მიიწვიეს სატელევიზიო გადაცემაში, მისი თქმით 80% სახიფათო დაავადების მატარებელი ყოფილა, ჟურნალისტმა რამოდენიმეჯერ სთხოვა ბატონ თემურს დაავადებები დამისახელეთო და ლეიშმანიოზის მეტი მან ვერაფერი დაასახელა.
მათ აქვთ უფლებები ცხოველებს აქვთ ბიოლოგიურად დამტკიცებული შეგრძნებები და ინსტიქტები, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოსცადონ ტკივილი და ტანჯვა. თითოეულ ცხოველს აქვს თავისი ღირებულება და ეს ავალდებულებს ადამიანებს, დაიცვან ეს ღირებულებები და პატივი სცენ მათ.

No comments:

Post a Comment