პროექტის მიზანი
უპატრონო ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და შესაბამისად საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების, ცხოველთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისის მერიამ, ისანი–სამგორის რაიონში შინაური და გარეული ცხოველების თავშესაფარი ააშენა. თავშესაფრის თანამშრომლებს უპატრონო ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ და კვალიფიციური კინოლოგები და ექთნები უტარებენ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურას. თითოეულ მათგანს სტერილიზაცია და ვაქცინაცია უტარდება, საჭიროების შემთხვევაში კი ქირურგიული თუ სხვა სახის ოპერაცია უკეთდებათ. თავშესაფარში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია ფუნქციონირებს, მოწყობილია საოპერაციო ბლოკი და საკარანტინო ვოლიერები. ცხოველთა თავშესაფარი ერთდროულად 300-ზე მეტ ცხოველს მოემსახურება. უახლოეს მომავალში ამოქმედდება ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება ინფორმაცია თავშესაფარში მცხოვრები ცხოველების შესახებ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ცხოველი თავშესაფრიდან უსასყიდლოდ წამოიყვანოს და იზრუნოს მასზე. ამჟამად ცხოველთა თავშესაფარში 50 ცხოველი გადის მკურნალობის სრულყოფილ კურსს.
Subscribe to:
Posts (Atom)
პროექტის მიზანია მოახდინონ რეაგირება,როგორც შესაბანისმა სამსახურებმა ასევე ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანებმა იმისათვის, რომ გატარდეს შესაბამისი სამუშაოები. აუცილებლად უნდა არსებობდეს რეალური თავშესაფრები სადაც დაცული იქნება ცხოველების უფლებები მითუმეტეს კი ძგლის ის ხომ ადამიანის ერთგული მეგობარია ეს პრობლემა კი თვითოეულ ჩვენგანს ეხება.
ReplyDeletegamarjobat dges cema megobarma dakarga dzagli isanshi karpuris ukan mand mimdebare teritoria ty tsaikvanes rogor movdzebnot
ReplyDeleteubralo dzagli iko arc yelsabami hkonda da magito vpikrob ro vinmem xo ar dareka da tsaikvanes da rogor movdzebnot
ReplyDelete