Thursday, January 17, 2013

უპატრონო ცხოველები

ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და შესაბამისად საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების, ცხოველთა უფლებების დაცვა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია
კაცობრიობისთვის ცნობილია , რომ ადამიანებს აკისრიათ უდიდესი მორალური ვალდებულება ყველა ცოცხალი არსების და განსაკუთრებით შინაური ცხოველების წინაშე,რომლებთანაც განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებთ. მხედველობაშია მისაღები ცხოველთა უდიდესი შესაძლებლობები დახმარება გაუწიოს ადამიანს და აქედან გამომდინარე მათ უდიდესი ღირებულება აქვთ საზოგადოებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შინაური ცხოპველები და შექმნას მათთვის აუცილებელი საარსებო პირობები. ქ. თბილისში უკვე დიდი ხანია დგას უპატრონო ცხოველების ძაღლების და კატების პრობლემა
უპატრონო ძაღლების დიდი რაოდენობის გამო ადამიანებს ნამდვილად ეშინიათ შექმნილი სიტუაციის,ზოგიერთი მცხოვრები ამართლებს ძაღლმჭერი ბრიგადების მოქმედებას, ზოგიერთი კი აშკარად უპირისპირდება ამ პრაქტიკას და აკრიტიკებს იმ მეთოდებს, რომლებითაც ხორციელდება ეს. ვინაიდან არც პრობლემის და არც მისი შესაძლო გადაჭრის ნათელი წარმოდგენა თითქმის არავის არა აქვს, თითოეულ მხარეს თავისი საკუთარი ვარიანტის წარმოდგენა სურს. ცხოველების დამცველთა რიგები იზრდება და ვინაიდან უპატრონო ცხოველების და კატების განადგურების სტრატეგია და საშუალებები მართლაც იმსახურებს კრიტიკას, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სურს გადაარჩინოს უპატრონო ცხოველები, რაც მისასალმებელია და სასიხარულო. ჩვენ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება მოვითხოვთ ,რომ ძაღლების და კატების პოპულაციური მართვა წარიმართოს ჰუმანური გზით და ეს გზა ცხოველთა სტერილიზაციაა ! :მარიამ ელიზბარაშვილი.
უნდა მოხდეს სპეც.ავტომეურნეობების ძაღლჭერი ბრიგადების ტექნიკური გადაიარაღება, ძაღლმჭერი მანქანების მოდერნიზება -რეკონსტრუქცია, სპეციალისტების გადამზადება, სტაჟირება უცხოეთში, ცხოველთა დაჭერა-იზოლაციის თანამედროვე ჰუმანური მეთოდების დანერგვა. ქალაქის ტერიტორიის დროული დასუფთავება ნაგვისაგან, სტიქიური ნაგავსაყრელების დროული ლიკვიდაცია, რომელზეც ბინადრობენ უპატრონო ცხოველები. ქალაქის ქუჩებში და გარეუბნებში მყოფი ავადმყოფი და გაველურებული უპატრონო ძაღლების დაჭერა-იზოლაცია და ძაღლების თავშესაფარში განთავსება მსოფლიო ცხოველთა დაცვის საზოგადოების WSPA-მოთხოვნების გათვალისწინებით კონტროლის დაწესება ცხოველთა უსისტემო ბაზრობებზე. დაინტერესებული საზოგადოებების ორგანიზაციების საქმიანობის წარმართვა პრობლემის მოგვარების პრაქტიკული გზებით.
აუცილებლად უნდა შეიქმნას ერთიანი სანფორმაციო საიდენტიფიკაციო ბაზა, სადაც რეგისტრირდება ჩიპირებულ ცხოველთა მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს ძაღლებისა კატების პოპულაციურ მართვის კონტროლს. სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე.
ეს ლეკვი საკუთარი თვალით ვნახე ნათლისღების დღეს სიონთან ქუჩაში ეგდო! რამდენიმე კატასთან ერთად იყო.